პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის წევრებთან -
ირაკლი ქადაგიშვილთან და
გურამ მაჭარაშვილთან
ერთად, ლაგოდეხის
მუნიციპალიტეტში,
ტრადიციულ სახალხო
დღესასწაულს „ჰერეთობა
-2024“ დაესწრო.„დღეს,
ლაგოდეხში „ჰერეთობა“
აღინიშნება, ამ მშვენიერი
კუთხის დიდი დღესასწაული.
დღე, რომელიც აერთიანებს
საქართველოს სხვადასხვა
კუთხის შვილებს და
ლაგოდეხში ეს ერთობა
განსაკუთრებულად
იგრძნობა. ყველას ვულოცავ
ამ დღესასწაულს“, -
განაცხადა შალვა
პაპუაშვილმა.საზეიმო
ღონისძიებები მთელი დღის
განმავლობაში
მიმდინარეობდა. ჩატარდა
სხვადასხვა
კულტურულ-შემეცნებითი და
გასართობი
ღონისძიება.ღონისძიების
მონაწილეებს შესაძლებლობა
ჰქონდათ დაეგემოვნებინათ
ადგილობრივი ღვინის
მეწარმეების მიერ
წარმოდგენილი ღვინოები და
საქართველოს სხვადასხვა
კუთხის სამზარეულოს
კერძები. ასევე, გაიმართა
ხელნაკეთი ნივთების
გამოფენა/გაყიდვა.სადღესასწაულო
ღონისძიებაზე, ლაგოდეხის
საპატიო მოქალაქეები
დაჯილდოვდნენ.სახალხო
დღესასწაული გალა
კონცერტით დასრულდა.