სამარცხვინო თავდასხმა
ქართველ ხალხსა და ქართულ
სახელმწიფოზე მისი
ეროვნული დღესასწაულის
დღეს, – ამის შესახებ
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე, შალვა
პაპუაშვილი სოციალურ
ქსელში წერს.შალვა
პაპუაშვილი საფრანგეთის
პრეზიდენტ ემანუელ
მაკრონის, პოლონეთის
პრემიერ-მინისტრ დონალდ
ტუსკისა და გერმანიის
კანცლერ ფრიდრიხ მერცის
განცხადებას
ეხმაურება.მაკრონი, ტუსკი
და მერცი საქართველოს
დამოუკიდებლობის დღესთან
დაკავშირებით აქვეყნებენ
განცხადებას, სადაც
აღნიშნულია: „საქართველოს
ხელისუფლებამ უნდა
აღადგინოს დიალოგი
ოპოზიციასა და სამოქალაქო
საზოგადოებასთან, ქართველ
ხალხს არ უნდა წაერთვას
ქვეყნის ევროპულ
ტრაექტორიასთან
დაკავშირებული
შესაძლებლობები“.