შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სანქციებზე: სამწუხაროა, რომ ადმინისტრაცია, რომელმაც პირწმინდად წააგო არჩევნები სულ ახლახან, ცდილობს რომ ცუდი მემკვიდრეობა დაუტოვოს არჩეულ პრეზიდენტს

Primetime.ge 1 კვირა წინ 31
შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სანქციებზე: სამწუხაროა, რომ ადმინისტრაცია, რომელმაც პირწმინდად წააგო არჩევნები სულ ახლახან, ცდილობს რომ ცუდი მემკვიდრეობა დაუტოვოს არჩეულ პრეზიდენტს
სამწუხაროა, რომ ადმინისტრაცია, რომელმაც პირწმინდად წააგო არჩევნები სულ ახლახან ცდილობს, რომ ცუდი მემკვიდრეობა დაუტოვოს არჩეულ პრეზიდენტს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს 20 მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს სავიზო შეზღუდვები დაუწესდა.მისი თქმით, მმართველი გუნდი იმედს იტოვებს, რომ მას შემდეგ, რაც ახალი ადმინისტრაცია შეუდგება მუშაობას, დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი.„ადმინისტრაცია, რომელმაც დაკარგა ამერიკელი ხალხის მანდატი, დღეს ამერიკელი ხალხის სახელით აფუჭებს ურთიერთობას საქართველოსთან, მნიშვნელოვან პარტნიორთან.რაც შეეხება მომავალ ადმინისტრაციას, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მას შემდეგ რაც მომავალი ადმინისტრაცია შეუდგება ფუნქციონირებას, ისინი გადააფასებენ ამ ყველაფერს და შესაბამისად, იქნება შესაძლებლობა ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია