თუ ნახავთ ეუთო/ოდირის
ანგარიშებს სხვადასხვა
ქვეყნებზე, დარღვევები ამ
პროცესში ჩვეულებრივი
მომენტია. მთავარია ეს
დარღვევა არ იყოს ისეთი,
რომელსაც გავლენის
მოხდენა შეუძლია როგორც
შედეგებზე, ასევე
არჩევნების მთლიანობაზე, -
განაცხადა „დღის
ქრონიკაში“ ცესკოს
თავმჯდომარემ გიორგი
კალანდარიშვილმა
თვითმმართველობის
არჩევნებთან
დაკავშირებით.„ყოველი
არჩევნების შემდეგ
განვლილი პრაქტიკის
ანალიზი ხდება.
შეისწავლება ეუთო/ოდირის,
თუ სხვა რეპუტაციული
ორგანიზაციების
ანგარიშები, მათი
მაქსიმალურად
შესაძლებლობის ფარგლებში
გათვალისწინება იმისთვის,
რომ ყოველ მომდევნო
არჩევნებს უფრო
მომზადებულები,
განვითარებულები და
საერთაშორისო
სტანდარტებთან
დაახლოებულები
შევხვდეთ.ნურავის ექნება
იმის ილუზია, რომ სადღაც
რაიმე ხარვეზი არ ექნება.
ეს არის ძალიან დიდი
პროცესი.
თვითმმართველობის
არჩევნებში, რომელიც 4
ოქტომბერს ჩატარდება,
ათიათასობით ადამიანი
იღებს მონაწილეობას. თუ
ნახავთ ეუთო/ოდირის
ანგარიშებს სხვადასხვა
ქვეყნებზე, დარღვევები ამ
პროცესში ჩვეულებრივი
მომენტია. დარღვევები
არსებობს, მთავარია ეს
დარღვევა არ იყოს ისეთი,
რომელსაც გავლენის
მოხდენა შეუძლია როგორც
შედეგებზე, ასევე
არჩევნების მთლიანობაზე.
ინსტიტუცია თავისი
კომპეტენციის ფარგლებში,
რისკების გათვალისწინებით
თუ პრევენციით, ყველაფერს
ვაკეთებთ [რომ
მნიშვნელოვანი დარღვევები
არ იყოს]“, - აღნიშნა
კალანდარიშვილმა.