ინსტიტუციამ შექმნა ყველა
ის პირობა, რომ ფარულობა
იყოს უზრუნველყოფილი. ამის
დასტურია ჩარჩო/ფორმის
არსებობა, ამობრუნებული
სახით ჩარჩო-ფორმაში
მოთავსება და აქ არცერთ
შემთხვევაში არანაირ
კავშირში არ არის არც
მარკერი, არც ქაღალდის
სისქე და ა.შ. - განაცხადა
„დღის ქრონიკაში“ ცესკოს
თავმჯდომარემ გიორგი
კალანდარიშვილმა.როგორც
კალანდარიშვილმა აღნიშნა,
ყოველი არჩევნები ახალი
ტენდენციებით
გამოიკვეთება.„ჩვენ
ფარულობასთან
დაკავშირებით ისიც ვნახეთ,
რომ კენჭისყრის დღეს
ფარულობის საკითხი არავის
დაუსახავს პრობლემურად.
ვერავინ იტყვის იმას, რომ
მისი ხმა იყო
იდენტიფიცირებული. ამაზე
ეუთო/ოდირი პირდაპირ
საუბრობს, რომ ხმის
ფარულობასთან
დაკავშირებით ის
პროცენტები, რომელიც
მოტანილია მის ანგარიშში,
(რომელიც ასევე
მანიპულაციურად იყო
გამოყენებული სხვადასხვა
დაინტერესებული მხარის
მხრიდან) პირდაპირ
საუბრობს, რომ ეს იყო
კომპრომატირებადი, ანუ კი
არ დაირღვა ხმის ფარულობა,
ალბათობას უშვებდა იმის
თაობაზე, რომ სადღაც
მილიონში ერთი შეიძლება
დარღვეულიყო. არცერთ
შემთხვევაში არ საუბრობს
დარღვევის რაიმე
იზოლირებულ
შემთხვევებზე.თუ
გავყვებით ანალოგიის
პრინციპებს და პარალელებს
გავავლებთ სხვა
ქვეყნებთან მიმართებით,
ძალიან ბევრ ქვეყანაში, არა
თუ ტექნოლოგიური
საშუალებით ტარდება
არჩევნები, არამედ
ტექნოლოგიების მიღმაც, იმ
შემთხვევაში ბიულეტენის
კონვერტში მოთავსება არ
ხორციელდება და
გამჭვირვალე საარჩევნო
ყუთში ხდება მისი
მოთავსება“, - აღნიშნა
ცესკოს თავმჯდომარემ.