ყველაფერი ნათელია, თუ რეალურად ვის აქვს ინტერესი, რომ საქართველოში იყოს პოლიტიკური არასტაბილურობა - ლევან მახაშვილი

Primetime.ge 2 კვირის წინ 28
ყველაფერი ნათელია, თუ რეალურად ვის აქვს ინტერესი, რომ საქართველოში იყოს პოლიტიკური არასტაბილურობა - ლევან მახაშვილი
ნათელია, თუ რეალურად ვის აქვს ინტერესი, რომ საქართველოში იყოს პოლიტიკური არასტაბილურობა და გარკვეული ხელოვნური კრიზისი, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, რომელიც გამოეხმაურა ესტონელი და ლიეტუველი პოლიტიკოსების კრიტიკას საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ოფიციალური შეხვედრის გამო საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან.„აქ საზოგადოებას მხოლოდ ერთი კითხვა უჩნდება, რიტორიკული კითხვა. მე მგონი ყველაფერი ნათელია, თუ რეალურად ვის აქვს ინტერესი, რომ საქართველოში იყოს პოლიტიკური არასტაბილურობა და გარკვეული ხელოვნური კრიზისი და ასევე, ვის აქვს იმის რეალური ინტერესი, რომ საქართველო არათუ დაუახლოვდეს ევროკავშირს, არამედ დაშორდეს ევროკავშირს და მე მგონი ეს ადამიანები, ის განცხადებები, რაც ვნახეთ, ეს ადამიანები საკუთარი თავის ლუსტრაციას ახდენენ ძალიან კარგად ამ მიმართულებით. ყველაფერი არის ძალიან მარტივი. ამ ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ საკუთარი პოზიციების გამოყენებით არსებული ხიდების დაწვა და პირიქით, ხელი უნდა შეუწყონ მაქსიმალურად იმას, რომ საქართველო კიდევ უფრო არსებითად, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს“, - განაცხადა მახაშვილმა.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის 9 დეკემბერს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ელჩის მიმართ კრიტიკული განცხადებები გაკეთდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია