არის გარკვეული სტანდარტი,
რომელსაც არ შეესაბამება
მათი მონაცემები და ასე
გადმოყვანა საქართველოს
ტერიტორიაზე საფრთხის
შემცველია, - განაცხადა
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ,
სასაზღვრო გამტარ პუნქტ
„დარიალზე“ მყოფი პირების
უკრაინაში გაყვანის
საკითხზე
საუბრისას.„კრიმინალური
წარსული არ არის ამ
ადამიანების ერთადერთი
მახასიათებელი. ბევრი
არიან, ადამიანები მოდიან
რუსეთიდან, რუსეთმა დაუშვა
მათი წამოსვლა - კიდევ
უკრაინელები, რომლებიც
აგროვებენ ხალხს ბრძოლის
ველზე
გასაყვანად.რასაკვირველია,
არის გარკვეული სტანდარტი,
რომელსაც არ შეესაბამება
მათი მონაცემები და ასე
გადმოყვანა საქართველოს
ტერიტორიაზე საფრთხის
შემცველია“, - აღნიშნა
ვოლსკიმ.შინაგან საქმეთა
მინისტრის მოადგილემ,
ალექსანდრე დარახველიძემ
სამინისტროში გამართულ
ბრიფინგზე სასაზღვრო
გამტარ პუნქტ „დარიალზე“
მყოფ პირებთან
დაკავშირებით განაცხადა,
საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტრო კიდევ
ერთხელ გამოხატავს სრულ
მზადყოფნას,
განახორციელოს მის
კომპეტენციას
მიკუთვნებული ყველა
შესაბამისი ღონისძიება და
ხელი შეუწყოს უკრაინულ
მხარეს ე.წ. ნეიტრალურ
ზონაში მყოფი პირების
სამშობლოში დაბრუნების
პროცესში.