აუცილებელია "ნაცმოძრაობის", როგორც რეჟიმის გასამართლება... ამ ფონზე, ნომრების ჩამორთმევა და გაუქმება არაფერი მტკივნეული და ზიანის მიმყენებელი "ნაციონალურ მოძრაობისთვის" არ იქნება - გურამ მაჭარაშვილი

Primetime.ge 3 საათი წინ 3
აუცილებელია "ნაცმოძრაობის", როგორც რეჟიმის გასამართლება... ამ ფონზე, ნომრების ჩამორთმევა და გაუქმება არაფერი მტკივნეული და ზიანის მიმყენებელი "ნაციონალურ მოძრაობისთვის" არ იქნება - გურამ მაჭარაშვილი
უკვე მეორე დღეა, განხილვის თემაა პარტია "ნაციონალურ მოძრაობისა" და "ახალის" დაკარგული საარჩევნო ნომრები - 5, რომელიც, ბოლო 20 წლის განმავლობაში მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდებოდა, დღეს სხვას ეკუთვნის, ისევე, როგორც, "ახალის" საარჩევნო ნომერი  - 4.საკითხს გამოეხმაურნენ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში. "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ნომრით, თუ მის გარეშე, პოლიტიკური მომავალი არ აქვს."აუცილებელი იყო და არის "ნაცმოძრაობის", როგორც რეჟიმის გასამართლება, რომ ეს ე.წ. პოლიტიკური ძალა არ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში. ამას ხელი შეუწყო იმან, რომ საგამოძიებო კომისიაში, ექვსი თვის თავზე, დავდეთ ისეთი ტიპის დასკვნა, რომელიც იქნება ისტორიული მნიშვნელობის და სამართლებრივად მაღალი ხარისხის, რაც დაუდებს სათავეს "ნაცმოძრაობის" გაუქმებას, შესაბამის უწყებაში.რა თქმა უნდა, ამ ფონზე, ნომრების ჩამორთმევა და გაუქმება არაფერი მტკივნეული და ზიანის მიმყენებელი "ნაციონალურ მოძრაობისთვის" არ იქნება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 
სრულად წაიკითხეთ სტატია