მსგავსი პროცედურა
რამდენიმე თვის წინ უკვე
წარიმართა, მაგრამ მაშინ
სალომე ზურაბიშვილი
„ნაციონალურმა მოძრაობამ“
გადაარჩინა, - განაცხადა
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ არჩილ
გორდულაძემ პრეზიდენტის
მიმართ იმპიჩმენტის
პროცედურის დაწყების
საკითხზე საუბრისას.მისი
თქმით, კონსტიტუციის
დარღვევა შესაბამისი
სამართლებრივი რეაგირების
გარეშე არ დარჩება.„ყოველ
ფეხის ნაბიჯზე, დღეში
რამდენჯერმეც კი არღვევს
კონსტიტუციას. მთავარი აქ
ის არის, რომ ყველასთვის
უნდა იყოს ცალსახა, რომ
კონსტიტუციის დარღვევა
შესაბამისი სამართლებრივი
რეაგირების გარეშე არ
დარჩება. მსგავსი
პროცედურა რამდენიმე თვის
წინ უკვე წარიმართა, მაგრამ
მაშინ ის ნაციონალურმა
მოძრაობამ გადაარჩინა და
სალომე ზურაბიშვილი
ნაციონალური მოძრაობის
პრეზიდენტი გახდა“, -
აღნიშნა
გორდულაძემ.საპარლამენტო
უმრავლესობის
გადაწყვეტილებით, სალომე
ზურაბიშვილის წინააღმდეგ,
იმპიჩმენტის პროცედურა
ხელახლა დაიწყება.