ყველამ ერთად ვიხილეთ, რომ
რამდენიმე დღის წინ
ქალბატონ ხოშტარიას
ჩაერიცხა თუ არ ვცდები,
ოთხი მილიონი რუბლი და
ქალბატონი ხოშტარია
გამოდის თითქოს ფლაგმანად,
რომ რუსეთს ებრძვის, -
განუცხადა ჟურნალისტებს
„ქართული ოცნების“
რეგიონული მდივნის
მოადგილე ლევან
მაჭავარიანმა.„მტკიცებულებებით
გვაქვს ბევრჯერ ჩვენი
საზოგადოებისთვის
ნაჩვენები.
ვიდეოჩანაწერებიც იყო
ქალბატონი ხოშტარიას დედა
რუსეთში ერთ-ერთ მოქალაქეს
რომ ემესიჯებოდა, ფულის
ჩარიცხვა გვიანდებოდა და
ა.შ. ისიც ყველამ ერთად
ვიხილეთ, რომ რამდენიმე
დღის წინ ქალბატონ
ხოშტარიას ჩაერიცხა თუ არ
ვცდები, ოთხი მილიონი რუბლი
და ქალბატონი ხოშტარია
გამოდის თითქოს ფლაგმანად,
რომ რუსეთს ებრძვის. რა
მორალზეა საუბარი, როდესაც
ასეთ განცხადებებს აკეთებ
და მთელმა საქართველომ
იცის, რომ მთელი მისი ოჯახი
ფინანსდება წლების
განმავლობაში რუსეთიდან.
მაშინ მოდი ამ
დაფინანსებაზე თქვას უარი
და უფრო გულწრფელი
გამოჩნდება ამ თავისი
ნაბიჯით“, - აღნიშნა
მაჭავარიანმა.