ყველა ჯერზე, როდესაც სტრასბურგში, ან ჰააგაში საქართველო თავის ინტერესებს წარმოადგენს, ჩვენ ყველგან ვიმარჯვებთ - მამუკა მდინარაძე

Primetime.ge 5 დღის წინ 12
ყველა ჯერზე, როდესაც სტრასბურგში, ან ჰააგაში საქართველო თავის ინტერესებს წარმოადგენს, ჩვენ ყველგან ვიმარჯვებთ - მამუკა მდინარაძე
ყველა ჯერზე, როდესაც სტრასბურგში, ან ჰააგაში საქართველო თავის ინტერესებს წარმოადგენს, ჩვენ ყველგან ვიმარჯვებთ. სტრასბურგში ამდენი მოგებული საქმე ნიშნავს იმას, რომ საქართველო არის მართალი, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია, - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.მდინარაძე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის მიერ ბრიფინგზე გაჟღერებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგში მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რომლითაც ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრა.„შიდა ძალებიც კი, პოლიტიკოსებად წოდებულები და რეალურად აგენტურას რომ წარმოადგენენ, ამის წინააღმდეგ ილაშქრებენ ხოლმე. მათი ყველა ნაბიჯი არის ამის წინააღმდეგ - საქართველო არ იყოს მართალი. არ გამიკვირდება მათი მხრიდან ამაზე ნეგატიური შეფასებაც კი, რადგან ისინი არიან ის ადამიანები, რომლებმაც ჰააგის წინაშე თავის ჯარისკაცებს ომის დანაშაული დააბრალეს და „ქართული ოცნება“ ის ხელისუფლებაა, რომელმაც ეს სერიოზული დანაშაული თავისის სიმართლით გადაფარა. ვინ რაზე მოაწერა ხელი აღარ გახდა მნიშვნელოვანი, რადგან ფაქტები საპირისპიროს მეტყველებდნენ, რომ ქართველ ჯარისკაცებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და ისინი იბრძოდნენ თავისი სამშობლოსთვის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია