ირაკლი კირცხალია მედიის თავისუფლების ინდექსზე: დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა შეგიძლია წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას

Primetime.ge 12 საათი წინ 5
ირაკლი კირცხალია მედიის თავისუფლების ინდექსზე: დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა შეგიძლია წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას
დიდი შეურაცხყოფაა, როდესაც 1%-ით მაინც უშვებ შანსს, რომ ასეთი ამაზრზენი, ყველაფერს აცდენილი და დამცინავი კვლევა წარუდგინო ქვეყნის მოსახლეობას, - ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს მიერ ყოველწლიურად გამოქვეყნებულ მსოფლიო პრესის თავისუფლების უახლესს ინდექსს, რომლის მიხედვით საქართველოში მდგომარეობა, გასულ წელთან შედარებით, გაუარესდა და 103-ე ადგილიდან 114-ზე გადაინაცვლა.„შეურაცხყოფის მიყენებაა, როდესაც შენ აქვეყნებ ასეთ კვლევას და შემდეგ ფიქრობ, ან 1%-ით მაინც უშვებ იმის შანსს, რომ საქართველოში შეიძლება ვინმეს ეს ყველაფერი დააჯერო. ეს არის დიდი უბედურება. ეს არის იმ ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი რომელიც არის მავნებლების ხელში პ აქაური კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, აქაური ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი პატრონების ხელში ქვეყნის გარეთ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მედიის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, სადაც საქართველომ 103-ე ადგილიდან 114-ზე გადაინაცვლა. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ, მაგალითად, ჰაიტიზე უარესი მგომარეობაა, სადაც გასულ წელს ორი ჟურნალისტი მოკლეს. რა ფაქტებს დაეყრდნო ორგანიზაცია, უცნობია. 
სრულად წაიკითხეთ სტატია