პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით მათიკაშვილი პარტია
„ალტერნატივა
გერმანიისთვის“
ექსტრემისტულ პოლიტიკურ
გაერთიანებად აღიარების
ფაქტს გამოეხმაურა.„თუ არა
ორმაგი სტანდარტი და თუ არა
მცდელობა
საზოგადოებისთვის ტყუილის
გასაღების, რა შეიძლება
ვუწოდოთ იმას, რომ ევროპელი
ბიუროკრატები იმ
მიმდინარე პროცესს, რაც
საქართველოში ვითარდება
და კონკრეტული ფაქტების
გამომზეურებას ემსახურება
- რაც თავის დროზე
„ნაციონალური მოძრაობის“
მიერ იყო ჩადენილი და
საკონსტიტუციო
სასამართლოსადმი
მიმართვით დასრულდება ამ
პარტიის აკრძალვასთან
დაკავშირებით, უწოდებს
ანტიდემოკრატიულს. აქ
კარგად ჩანს გლობალური
„დიფ სთეითის“ ხელი“, -
განაცხადა
მათიკაშვილმა.გერმანიის
ფედერალურმა სადაზვერვო
სამსახურმა მემარჯვენე
პარტია „ალტერნატივა
გერმანიისთვის“
ექსტრემისტულ პოლიტიკურ
გაერთიანებად აღიარა.