ყველა ზომა მაგიდაზეა, რაც მათ შორის მოიცავს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, არსებობს ვარიანტი, რომ მიღებულ იქნას კონკრეტული კატეგორიის ტიპის პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა - პაველ ჰერჩინსკი

Primetime.ge 2 კვირის წინ 25
ყველა ზომა მაგიდაზეა, რაც მათ შორის მოიცავს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, არსებობს ვარიანტი, რომ მიღებულ იქნას კონკრეტული კატეგორიის ტიპის პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა - პაველ ჰერჩინსკი
ბოლო 12 დღეში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ ყველა ზომა მაგიდაზეა, ეს მათ შორის მოიცავს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.ჰერჩინსკის თქმით, არსებობს ვარიანტი, რომ მიღებული იქნას კონკრეტული კატეგორიის ტიპის პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა.„ვნახავთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები. არსებობს ვარიანტი, რომ მიღებულ იქნას კონკრეტული კატეგორიის ტიპის პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა. ყოველთვის ვამბობდით, რომ არ გვსურს მოსახლეობის დაზიანება. ჩვენ არ გვსურს ხალხის დასჯა, რომლებიც ევროპული ღირებულებისადმი მათი ერთგულებისთვის მანიფესტირებენ, რომლებიც თბილისის და ბევრი სხვა ქალაქის ქუჩებში დგანან, აფრიალებენ საქართველოს და ევროკავშირის დროშებს, მაგრამ ხელისუფლებაზე, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობაზე, სისასტიკეზე, ჩვენ ვერ გავჩუმდებით, წევრი სახელმწიფოები ამას გადაწყევეტენ ორშაბათს“, – განაცხადა ელჩმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია