ცენტრალურმა საარჩევნო
კომისიამ, დღეს გამართულ
სხდომაზე,
მუნიციპალიტეტის ორგანოთა
4 ოქტომბრის
არჩევნებისთვის საოლქო
საარჩევნო კომისიების 219
დროებითი წევრი
აირჩია."კანდიდატების
შერჩევის პროცესი ღიად და
გამჭვირვალედ წარიმართა.
ბოლო წლებში
დამკვიდრებული პრაქტიკის
შესაბამისად, საარჩევნო
ადმინისტრაციამ ამჯერადაც
შესთავაზა კონკურსანტებს
გასაუბრება და ამ პროცესის
ლაივ რეჟიმში გადაცემა. 254
კონკურსანტიდან
გასაუბრებაზე თანხმობა
განაცხადა 119-მა
კონკურსანტმა, მათგან 51- მა
კი ასევე განაცხადა
თანხმობა ცესკოს
სოციალური ქსელის
მეშვეობით გასაუბრების
ლაივ რეჟიმში გადაცემაზე.
ცენტრალური საარჩევნო
კომისიის წევრებს
საშუალება ჰქონდათ
კონკურსანტებს
გასაუბრებოდნენ", -
აღნიშნულია ცესკო-ს
განცხადებაში.ბოლო ექვსი
საერთო არჩევნების
ანალიზი აჩვენებს, რომ 2025
წლის 4 ოქტომბრის
არჩევნებისთვის ცესკოს
მიერ არჩეული საოლქო
საარჩევნო კომისიების
დროებითი
წევრებიდან:საუბნო
საარჩევნო კომისიაში
ხელმძღვანელ პირად
მუშაობის გამოცდილება
ჰქონდა 69 კომისიის წევრს,
რაც საერთო რაოდენობის 32
პროცენტს შეადგენს;საუბნო
საარჩევნო კომისიის
წევრად მუშაობის
გამოცდილება ჰქონდა
კომისიის 22 წევრს, რაც
საერთო რაოდენობის 10
პროცენტს შეადგენს;საოლქო
საარჩევნო კომისიის
წევრად მუშაობის
გამოცდილება ჰქონდა
კომისიის 188 წევრს, რაც
საბოლოო რაოდენობის 86
პროცენტს
შეადგენს;სადამკვირვებლო
ორგანიზაციის
დამკვირვებლად ყოფნის
გამოცდილება ჰქონდა 48
წევრს, რაც საერთო
რაოდენობის 22 პროცენტს
შეადგენს;საგანმანათლებლო
პროექტებში 2020 წელს
მონაწილეობა მიღებული
ჰქონდა კომისიის 92 წევრს,
რაც საერთო რაოდენობის 42
პროცენტს შეადგენდა, ხოლო
2022 და 2023 წლებში - 76 წევრს, რაც 35
პროცენტს შეადგენდა და 2024
და 2025 წლებში - 24 წევრს, რაც 11
პროცენტს შეადგენდა.73-ივე
საოლქო საარჩევნო
კომისიაში დროებითი
წევრების ვაკანტურ
ადგილებზე კონკურსი
ცესკომ 5 აგვისტოს
გამოაცხადა. თითოეულ ოლქში
სამი ვაკანტური ადგილი იყო.