აგვისტოს ომი იყო სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის „პიკი“ და საგამოძიებო კომისიის საბოლოო ანგარიშის საკვანძო თემა - დავით ქართველიშვილი

Primetime.ge 2 საათი წინ 1
აგვისტოს ომი იყო სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის „პიკი“ და საგამოძიებო კომისიის საბოლოო ანგარიშის საკვანძო თემა - დავით ქართველიშვილი
საბოლოო ვერდიქტის გამოტანის მიზნით შემოდგომას გამოძიების მასალები გადაეგზავნება ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, - წერს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და გასული კვირის ორ მნიშვნელოვან მოვლენაზე აკეთებს აქცენტს.დავით ქართველიშვილი იმ მოვლენებსა და ფაქტებს მიმოიხილავს, რაც გახდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის საგანი და რაზეც შემუშავდა დასკვნა, რომელიც აუცილებლად გახდება ნაციონალური მოძრაობის, როგორც რეჟიმი გასამართლების საფუძველი.„მიმდინარე კვირას საქართველოში აღინიშნა ორი მნიშვნელოვანი მოვლენა: ქვეყნის ისტორიაში პარლამენტის პირველი საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასრულება და 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიიდან მე-17 წლისთავი. სწორედ აგვისტოს ომი იყო სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის „პიკი“ და საგამოძიებო კომისიის საბოლოო ანგარიშის საკვანძო თემა.უამრავ ფაქტობრივი და დოკუმენტურ მასალებზე ნახევარწლიანმა მუშაობამ კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრები დაგვარწმუნა იმაში, რომ ორი რამ იყო გარდაუვალი:1) სააკაშვილის ხელისუფლებას უარი ეთქვა რუსეთის მიზანმიმართულ პროვოცირებაზე და 2) რუსეთს იგნორირება მოეხდინა ამ მაპროვოცირებელი პოლიტიკისა და არ ეპასუხა ისე, როგორც მან ეს 2008 წლის 26 აგვისტოს ქართული ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებით დააგვირგვინა. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებამ სხვა მნიშვნელოვან შეკითხვებზეც გასცა პასუხი: ვინ იყო ამ ყველაფრის ძირითადი დამკვეთი და ვინ იყო შემსრულებელი.1) ორგანიზატორი: „დიფ სთეითი“ - ძირითადი ამოცანები საქართველოს გადაქცევა მორჩილ კოლონიად, რუსეთის გარშემო „დემოკრატიის სარტყლის“ მთავარ მოქმედ სუბიექტად რუსეთთან მომავალში პროვოცირებული სამხედრო შეტაკების ერთ-ერთ პლაცდარმად გადაქცევის მიზნით. არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ ქვეყნის ტერიტორიული აღდგენა, რაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დათბობა/დაახლოებას შეუწყობდა ხელს, რაც მომავალში მათ შორის დაგეგმილ ფართომასშტაბურ დაპირისპირებას ხელს შეუშლიდა.ამ მიზნით რუსეთ-საქართველოს მშვიდობიანი ურთიერთობების მარეგულირებელი ყველა შეთანხმების დარღვევა: 2004 წელს - „დაგომისის“, ხოლო 2006 წელს „მოსკოვის“; 2006 წელს - „ჯაშუშური სკანდალის“ აგორება, 2008 წელს - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის ბოდენისა და შტაინმაიერის გეგმების ჩაშლა. ქვეყნის ნაწილობრივ ოკუპაციამდე ვითარების მოყვანა, რაც (მათ შორის) შეუძლებელს გახდიდა საქართველოს NATO-თან ინტეგრაციას, მის წინაშე NATO-ს მხრიდან სამხედრო დაცვისა და დახმარების ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებულ ფართომასშტაბურ სამხედრო დაპირისპირებაში აქ ფრონტის ახალი ხაზის გახსნის საშუალებას „უპრობლემოდ“ შეძლებდნენ.ამ კომპლექსური ამოცანის გადასაწყვეტად, ქვეყანაში უნდა განეხორციელებინათ დე-ფაქტო „დე-სუვერენიზაცია“, „მენტალობის გენოციდი“, ეროვნული თვითშეგნების ჩახშობა, თაობათა „გენმოდიფიცირება“, საზოგადოების მორჩილ ბიომასად გადაქცევა, რათა ქვეყნის საკუთარ მილიტარისტულ გეგმებში ჩართვისას, რაიმე სამოქალაქო წინააღმდეგობას არ ჰქონოდა ადგილი და ა.შ.2) შემსრულებელი: სააკაშვილის რეჟიმი ადამიანის უფლებების კონვენციის უკლებლივ ყველა მუხლის მიზანმიმართული დარღვევა. სიტყვის თავისუფლების, აზრის გამოხატვის უფლებების ჩახშობა. სახელმწიფოს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის სისტემაში მისი ძირითადი ინსტიტუტების (სუს-ი, შსს, თავდაცვა, სახელმწიფო დაცვა) მიზანმიმართული განადგურება, დაკნინება, დასუსტება, რეპუტაციული ზიანის მიყენება − მხოლოდ და მხოლოდ მათი მმართველი კლანის ინტერესების გატარების მექანიზმებად გადაქცევის მიზნით. ქვეყნის პენიტენციური სისტემის, როგორც დანაშაულებრივი გადაცდომის მონანიების, პიროვნების გამოსწორების და საზოგადოებაში მისი სრულყოფილი წევრის სახით დაბრუნების ინსტიტუტის „საკონცენტრაციო ბანაკად“ და „ჯოჯოხეთად“ გადაქცევა, ადამიანის ფიზიკური და სულიერი განადგურების მიზნით. თავისუფალი და კონკურენტუნარიანი ბიზნესის განადგურება, მისი რეკეტისა და რეიდერული თავდასხმების ობიექტებად გადაქცევის მიზნით. მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაცია, სხვა კონფესიების ფონზე მისი მიზანმიმართული დაკნინება, ეკლესიის წიაღში თავისი გამოზრდილი კადრების ჩანერგვა მისი შიგნიდან გახრწნის მიზნით. საგანმანათლებლო დონეზე ქართული ტრადიციული აღზრდის ელემენტების ამოღება, ქვეყნის ისტორიის განზრახ დამახინჯება, „ქართველობის“, როგორც ქვეყნის გადარჩენის ინსტრუმენტის, „რუდიმენტად“ და „ანაქრონიზმად“ გამოჩენა, ქართველი ისტორიული გმირების, მეფეების, წმინდანების აბუჩად აგდება და მათ შესახებ გაუკუღმართებული და დამამცირებელი სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში. იდეოლოგიურად მართვადი და კონტროლირებადი, ფინანსურად მიბმული „მესამე სექტორის“ შექმნა, მასში ასიათასობით ადამიანის გაერთიანება, მათ ბაზაზე ასკინკილათი მხტუნავი ნეოვასალების თაობათა ჩამოყალიბება, მოწყვეტილი ეროვნულ ფესვებსა და ფასეულობებს. საერთაშორისო ფინანსურ ფონდებთან ერთად, სრული გაუმჭვირვალობის პირობებში, ფართომასშტაბურ კორუფციულ გარიგებებში მრავალწლიანი მონაწილეობა, საეჭვო პროგრამებით და კრიმინალური გარიგებებით პარტიული ფინანსური „პირამიდის“ შექმნა, როგორც „დიფ სთეითის“ დავალებების შესრულებისთვის განკუთვნილი ფინანსური „პრეფერენცია“ და „ბენეფიტი“. საშუალო და ასაკოვანი თაობების დონეზე მათი ე.წ. განსაბჭოება, ხოლო ახალგაზრდა თაობების „ბიომასად“ ჩამოყალიბების კომპლექსური პროგრამების განხორციელება და მრავალი-მრავალი სხვა ჩადენილი დანაშაული და ღალატი სამშობლოს წინაშე…სწორედ ამ ყველაფერს გამოუტანა თავისი განაჩენი ქართველმა ერმა, საბრალდებო დასკვნის სახე შესძინა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ და საბოლოო ვერდიქტის გამოტანის მიზნით შემოდგომას გამოძიების მასალები გადაეგზავნება ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს“, - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია