საქართველოს
დამოუკიდებლობის დღეს
ყაზახეთი ულოცავს.
მისალოცი წერილი შალვა
პაპუაშვილის ყაზახეთის
რესპუბლიკის პარლამენტის
თავმჯდომარემ
გამოუგზავნა. მასში
აღნიშნულია, რომ ერლან
კოშანოვი პატივს სცემს
ქვეყნის უმდიდრეს
კულტურასა და ისტორიულ
მემკვიდრეობას, რომელიც
საქართველოს მოქალაქეების
სიამაყის საგანს
წარმოადგენს.„თქვენო
აღმატებულებავ, გულითადად
გილოცავთ საქართველოს
სახელმწიფოებრიობის
აღდგენის დღეს.
დარწმუნებული ვარ, რომ
ყაზახეთსა და საქართველოს
შორის ჩამოყალიბებული
ურთიერთსასარგებლო
პარტნიორობა, მათ შორის
პარლამენტთაშორისი
თანამშრომლობა,
მომავალშიც განაგრძობს
გაღრმავებას.ვსარგებლობ
შესაძლებლობით და თქვენ და
მეგობარ საქართველოს
ხალხს კეთილდღეობასა და
აყვავებას გისურვებთ“, -
წერს კოშანოვი.