ის დაიცავს კონსტიტუციას.
ყაველაშვილი არის
ადამიანი, რომელიც
განმსჭვალულია ქვეყნის
სიყვარულით, პატრიოტიზმით,
თავდადებით, - განაცხადა
პარლამენტის პირველმა
ვიცე-სპიკერმა გიორგი
ვოლსკიმ მიხეილ
ყაველაშვილზე
საუბრისას.„ზუსტად ესმის
თავისი მოვალეობა და
ფუნქცია და უამრავ
სასიკეთო საქმეს -
მეცენატობას ჩაუდგება
სათავეში, იქნება
ინიციატორი, ადამიანი,
რომელიც თავის მოვალეობას
შეასრულებს იმ
კონსტიტუციურ ფორმატში,
ჩარჩოებში, რომელიც
განსაზღვრული აქვს
საქართველოს პარლამენტს.
ასე რომ მას წარმატება
ვუსურვოთ“, - აღნიშნა
ვოლსკიმ.მიხეილ
ყაველაშვილი საქართველოს
მეექვსე პრეზიდენტია.
პრეზიდენტის ინაუგურაცია
პარლამენტში გაიმართა.
მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი
დადო პრეზიდენტის
ინაუგურაციისთვის
სპეციალურად დაბეჭდილ
საინაუგურაციო
კონსტიტუციაზე, რომელიც
პარლამენტის მუზეუმში
შეინახება.