ქუთაისის კლინიკაში მძიმე დაზიანებებით ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს - რა ინფორმაცია ვრცელდება მომხდარზე

Primetime.ge 2 თვის წინ 81
ქუთაისის კლინიკაში მძიმე დაზიანებებით ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს - რა ინფორმაცია ვრცელდება მომხდარზე
ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში ახალგაზრდა ქალი შეიყვანეს, რომელიც, სავარაუდოდ, ნაცემია.ქალს დაზიანებები სახეზე, თავზე, გულ-მკერდსა და კიდურებზე აღენიშნება.არსებული ინფორმაციით, ქალი კლინიკაში მამაკაცმა მიიყვანა, რომელმაც ის იმერეთის ორი მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელ გზაზე იპოვა.მომხდარზე სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
სრულად წაიკითხეთ სტატია