საქართველოს კულტურის
მინისტრი თინათინ რუხაძე
საფრანგეთის რესპუბლიკაში
ახალდანიშნულ საქართველოს
საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩს და
იუნესკოში საქართველოს
მუდმივ წარმომადგენელს,
ირაკლი ყურაშვილს
შეხვდა.კულტურის
მინისტრმა დიპლომატს
თანამდებობაზე დანიშვნა
მიულოცა და საქმიანობაში
წარმატებები
უსურვა.შეხვედრაზე
კულტურის სხვადასხვა
სფეროში ორი ქვეყნის
თანამშრომლობის
გაღრმავების გზებზე
იმსჯელეს და ერთობლივი
პროექტები განიხილეს,
რომლებიც საერთაშორისო
ასპარეზზე საქართველოს
კულტურული მემკვიდრეობისა
და ქართული ხელოვნების
წარმოჩენას შეუწყობს ხელს.
საუბარი შეეხო ლევილის
მამულის სარეაბილიტაციო
სამუშაოებსა და
გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის განათლების,
მეცნიერებისა და კულტურის
სააგენტოსთან (იუნესკო)
მჭიდრო ურთიერთობის
მნიშვნელობასაც.
მხარეებმა
ურთიერთთანამშრომლობისთვის
მზადყოფნა
გამოხატეს.შეხვედრას
საქართველოს კულტურის
მინისტრის მოადგილე
გიორგი მირცხულავა
ესწრებოდა.ინფორმაციას
კულტურის სამინისტრო
ავრცელებს.