ქართველს როგორ შეიძლება დაუყენო საკითხი ისე, რომ თუ ლგბტ პროპაგანდას არ დაუშვებ, მაშინ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე შეიძლება დაიწყოს საუბარი. ქართველები არასდროს იტყვიან პრინციპებზე უარს, რითაც არ უნდა დაემუქრონ - მამუკა მდინარაძე

Primetime.ge 2 კვირის წინ 12
ქართველს როგორ შეიძლება დაუყენო საკითხი ისე, რომ თუ ლგბტ პროპაგანდას არ დაუშვებ, მაშინ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე შეიძლება დაიწყოს საუბარი. ქართველები არასდროს იტყვიან პრინციპებზე უარს, რითაც არ უნდა დაემუქრონ - მამუკა მდინარაძე
ქართველს როგორ შეიძლება დაუყენო საკითხი ისე, რომ შენ თუ ლგბტ პროპაგანდას არ დაუშვებ სკოლაში, მაშინ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე შეიძლება დაიწყოს ლაპარაკი, - განაცხადა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ქართველი ხალხი უარს საკუთარ პრინციპებზე არ იტყვის, რითაც არ უნდა დაემუქრონ.„ოპოზიციისგან მოთხოვნა იყო მაშველი რგოლის, რომ არ შველით არაფერი, არც ზელენსკის სანქციები, არც სტრატეგიული პარტნიორობის სიტყვიერი შეწყვეტა (რა შეწყდა კაცმა არ იცის მაგრამ მაინც). ლიბერალიზაციის შეჩერების კონტექსტშიც კი გამჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონები იყო მითითებული, ანუ საკითხი ქართველს როგორ შეიძლება დაუყენო საკითხი ისე, რომ შენ თუ ლგბტ პროპაგანდას არ დაუშვებ სკოლაში, მაშინ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე შეიძლება დაიწყოს ლაპარაკი. არ უნდა აზროვნებდე ასე, რომ ასეთი დამოკიდებულება გაახმოვანო ქართველ ხალხთან. შესაბამისად, ქართველი ხალხი არასდროს იტყვის კონკრეტულ პრინციპებზე უარს, რითაც არ უნდა დაემუქრონ ისინი. რატომ გიხარიათო ტრამპის არჩევა მკითხეს - იმიტომ გვიხარია, როგორც მინიმუმ ეს ადამიანი ომის დასრულებაზე საუბრობს, რა შემთხვევაშიც ჩვენზე ზეწოლა იხსნება და მეორე ფრონტის ინტერესი ქრება. ორ მთავარ საკითხზე რაზეც მიდის დავა - გამჭვირვალობის კანონზე და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონების საკითხზე წნეხი [მოიხსნება]. თუ მეორე ფრონტის ინტერესი გაქრება და ამ ორ საკითხზე წნეხი მოიხსნება, მაშინ უფრო თავისუფლად და იმედიანად შეიძლება ვიყოთ [ურთიერთობების] გადატვირთვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მდინარაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია