ქართველმა ხალხმა მთელი
მსოფლიოს გასაგონად ხმა
აიმაღლა და თქვა, რომ
ტრადიციული ოჯახი და
ოჯახური ღირებულებები
არის ჩვენი ეროვნული
იდენტობის განუყოფელი
ნაწილი, - განაცხადა
საქართველოს პრეზიდენტმა
მიხეილ ყაველაშვილმა
დამოუკიდებლობის დღისადმი
მიძღვნილ ღონისძიებაზე
სიტყვით
გამოსვლისას.მისივე თქმით,
უნდა გვესმოდეს, რომ
თითოეული ინდივიდის
წარმატება, საქართველოს
წარმატების
ტოლფასია.„ქართველი ერის
სიძლიერის ქვაკუთხედი
ყოველთვის იყო ძლიერი
ოჯახი. გამორჩეულად მყარი
ინსტიტუტი, რომელმაც
საუკუნეებს გაუძლო.
ქართველმა ხალხმა, მთელი
მსოფლიოს გასაგონად ხმა
აიმაღლა და თქვა, რომ
ტრადიციული ოჯახი და
ოჯახური ღირებულებები
არის ჩვენი ეროვნული
იდენტობის განუყოფელი
ნაწილი. ჩვენი ვალია,
გავაძლიეროთ ქართული
ოჯახები და ხელი შევუწყოთ
ჩვენი ერის
გამრავლებას.ჩვენ არ ვართ
მრავალრიცხოვანი ერი,
ამიტომ ერთმანეთის მიმართ
განსაკუთრებული
მოფრთხილება და
მზრუნველობა გვმართებს.
უნდა გვესმოდეს, რომ
თითოეული ინდივიდის
წარმატება, საქართველოს
წარმატების ტოლფასია.
ისევე როგორც ჩვენი
სამშობლოს წარმატება უნდა
იყოს საქართველოს
თითოეული მოქალაქის
წარმატება. სამშობლოზე
ზრუნვა მუდამ უნდა
ფიგურირებდეს ნებისმიერი
ადამიანის ცხოვრებასა და
კარიერაში. სამშობლო მუდამ
თან უნდა გვდევდეს თითოეულ
ჩვენგანს“, - აღნიშნა
პრეზიდენტმა.