ქართველები და უკრაინელები, ვართ ისტორიულად ძმები, მეგობრები. გამორიცხულია ჩვენს შორის შუღლი. არ უნდა იყოს და ვერ უნდა იყოს პოლიტიკოსების გამო, რომლებსაც ვიწრო ინტერესის დაკმაყოფილების გამო შეუძლიათ ჩააგდონ შუღლი - ნიკა გაბელია

Primetime.ge 2 თვის წინ 73
ქართველები და უკრაინელები, ვართ ისტორიულად ძმები, მეგობრები. გამორიცხულია ჩვენს შორის შუღლი. არ უნდა იყოს და ვერ უნდა იყოს პოლიტიკოსების გამო, რომლებსაც ვიწრო ინტერესის დაკმაყოფილების გამო შეუძლიათ ჩააგდონ შუღლი - ნიკა გაბელია
ჩვენ, ქართველები და უკრაინელები, ვართ ისტორიულად ძმები, მეგობრები. გამორიცხულია ჩვენს შორის შუღლი. არ უნდა იყოს და ვერ უნდა იყოს პოლიტიკოსების გამო, რომლებსაც საკუთარი ვიწრო ინტერესის დაკმაყოფილების გამო შეუძლიათ ამ ორს შორის ჩააგდონ შუღლი, - განუცხადა „ქრონიკას“ საზოგადოება „ქართულის“ წევრმა ნიკა გაბელიამ.იგი დარწმუნებულია, რომ ორ ერს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო დათბება.„ჩვენ, ქართველები და უკრაინელები, ვართ ისტორიულად ძმები, მეგობრები. გამორიცხულია ჩვენს შორის შუღლი. არ უნდა იყოს და ვერ უნდა იყოს პოლიტიკოსების გამო, რომლებსაც საკუთარი ვიწრო ინტერესის დაკმაყოფილების გამო შეუძლიათ ამ ორს შორის ჩააგდონ შუღლი.ჩვენგან გარიყული პოლიტიკოსები, რომლებზეც ჩვენ ვთქვით უარი და მკაცრი უარი ვუთხარით, თან ისეთი უარი, რომ ეს ადამიანები სისხლის სამართლის დანაშაულისთვის იძებნებიან დღემდე, მაშინ ისინი მეორე, მესამე დღეს წაიყვანეს და ხელისუფლებაში ჩასვეს. თავიანთი გვერდით დაიყენეს. ეს რას ნიშნავს, პირადი მეგობრები ყოფილან. ე.ი. ქვეყნებს შორის მეგობრობა მათთვის ინტერესი არ ყოფილა.ჩვენ ვიქნებით სამართლის მხარეს, სიმართლის მხარეს და ამ ორ ერს შორის ურთიერთობა, დარწმუნებული ვარ, უფრო და უფრო დათბება“, - აღნიშნა ნიკა გაბელიამ.საზოგადოება „ქართულმა“ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართველ და უკრაინელ ხალხებს მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია აკავშირებთ, რომელსაც დიდი მოფრთხილება სჭირდება“.
სრულად წაიკითხეთ სტატია