
“21-ე საუკუნის საქართველოში თუ ამის შეხსენება გახდებოდა ვინმესთვის საჭირო აღარ მეგონა…
ფსიქიკური ჯანმრთელობა აქვს ნებისმიერ ადამიანს — განურჩევლად სქესისა, ასაკისა, პოლიტიკური შეხედულებებისა თუ სოციალური სტატუსისა.
ცხადზე ცხადია:
• 2X2=4
• ცხრაკლიტურში გამოკეტილი ადამიანი ვერ იქნები ბედნიერი.
• შეურაცხყოფასა და ზეწოლაში ვერ გექნება პოზიტიური განწყობა.
• ყველას შეიძლება ჰქონდეს ნეგატიური ფიქრები ან ემოციური რყევები, როცა გარემო ამას გაიძულებს.
• და თუ ვინმე ამის საპასუხოდ იყენებს ემოციურ თავდაცვას — ეს არ არის აშლილობა. ეს არის ადამიანური რეაქცია არაადამიანურ პირობებზე.
– ფსიქიატრიასთან დაკავშირებულ შიშების და სტიგმის შესამცირებლად, მსოფლიოს ათწლეულები დასჭირდა.
– პოსტსაბჭოთა სივრცეში, ეს პროცესი გაცილებით მტკივნეული და ტრავმული იყო.
– “თეთრი ბილეთის” ეპოქა ყველას კარგად ახსოვს – სადაც ფსიქიატრია პოლიტიკური იარაღი იყო, სადაც “დასამორჩილებლად” დიაგნოზს გაძლევდნენ.
ნუ გადადგამთ ნაბიჯს უკან, კარმა ვერაგი რამეა”. – წერს ფსიქიატრი მედეა ზირაქაშვილი სოციალურ ქსელში.