
„არანაირ სინანულს არ განვიცდი, არც ამათ, და არც მომავალი “სინდისის პატიმრების” მიმართ, რომლებიც ბლომად გვეყოლება, რადგან ხშირად იმეორებენ ტერმინებს: რევოლუცია და დამხობა” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლაშა გეგეჭკორი წერს:
“იქეთა საქართველოს” არც ერთი წარმომადგენელი არ იმჩნევს რომ აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელმაც სასამართლოს მანდატური დაკბინა, სკოლის პ ე დ ა გ ო გ ი ა.
“იქეთა საქართველოს” არც ერთი წარმომადგენელი არ მოუწოდებს მზია ამაღლობელს რომ ბოდიში მოიხადოს.
თვითონ მზია ამაღლობელიც არ მოიხდის ბოდიშს, რადგან სოროსის ძუძუს არის ნაზიარები და მისი გრანტებით ნაკვები.
ამაღლობელმა ბოდიში რომ მოიხადოს, აღარ იქნება “სინდისის პატიმარი” და ოპოზიციას ხუხულასავით დაენგრევა პროტესტის ილუზორული მორალური საყრდენი.
“ბათუმელი მედროშე,”-თურქეთის მოქალაქე გაფფარ ილმაზიც მათთვის “სინდისის პატიმარი” იყო. საემიგრაციო სამსახურმა საქართველოდან რომ გააძევა საპასპორტო რეჟიმის დარღვევის გამო, ერთი ამბავი ატეხეს-მოკლავს ერდოღანის რეჟიმიო.
ტიპმა თურქეთში ჩასვლიდან მალე ცოლი მოიყვანა და “რახს” პირდაპირ ბოთლიდან უბერავდა.
ლაზარე “მოლოტოვის კოქტეილით” პოლიციელს წვავდა. ზურაბიშვილმა შეიწყალა და ჯინი ბოთლიდან ამოუშვა.
ეს გმირები ჰყავს “იქეთა საქართველოს…”
არანაირ სინანულს არ განვიცდი, არც ამათ, და არც მომავალი “სინდისის პატიმრების” მიმართ, რომლებიც ბლომად გვეყოლება, რადგან ხშირად იმეორებენ ტერმინებს: რევოლუცია და დამხობა.
და თუ ან ერთი, ან მეორე არსებობს მშვიდობიანი ფორმით, ისე მოგი***ანთ ის ასევე მშვიდობიანი გარე და შიდა პატრონები.
არაფრის” – წერს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი.