
“რეჟიმის მიერ დაკავებული უკანონო პატიმარი ნინო დათაშვილი იძულებით გადაიყვანეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
არ მოგატყუოთ სიტყვამ – “დიაგნოსტირებისთვის”, ფსიქიატრია მედიცინის სხვა მიმართულებებს არ გავს და დიაგნოზის დასმა უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია მარტივი, სწრაფი ინსტრუმენტული კვლევით, არამედ ეს ხშირად ხანგრძლივი დაკვირვების გზით ხდება.
ეს გადაწყვეტილება მიმართულია არა მხოლოდ რეჟიმის პატიმრის, არამედ სამედიცინო და მენტალური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე ადამიანების წინააღმდეგ.
ცნობილია, თუ როგორ საშინლად იყენებდა ფსიქიატრიას საბჭოთა კავშირი ადამიანთა ტანჯვისათვის. ამ პრაქტიკას დღესაც აგრძელებს რუსეთის სახელმწიფო.
მედიცინისა და მენტალური ჯანმრთელობის სფეროს თითოეული წარმომადგენელი, რომელიც ამ მავნებლობაში თუნდაც მცირედად მიიღებს მონაწილეობას, შეუარცხყოფს არა მხოლოდ საკუთარ ღირსებას, არამედ მთლიანად პროფესიას და ამ სფეროში მომუშავე სხვა კეთილსინდისიერ პროფესიონალებს, შეიძლება წლებიც კი დაჭირდეთ ამ საშინელი ლაქის მოსაშორებლად.
მე, როგორც ქრისტიანი მღვდელი და ასევე ფსიქოლოგი, მოვუწოდებ ყველა პროფესიონალს, ვისაც სახელმწიფო იყენებს ამ მავნებლობისათვის, ნუ გააკეთებთ იმ საქმეს, რომელიც სიცოცხლეშივე მოგიტანთ დამცირებასა და პროფესიული კარიერის განადგურებას, ხოლო სიკვდილის შემდეგ კი ღირსეულ მარადიულ სატანჯველს.” – წერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, მამა ლეონ გელოვანი სოციალურ ქსელში.