ფსევდოკონსულტაციებით ცდილობენ კანდიდატებთან დაკავშირებით შეჯერებას. ვინ იქნება, გვარს და სახელს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს - გიორგი გაბუნია თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატზე

Primetime.ge 1 კვირა წინ 6
ფსევდოკონსულტაციებით ცდილობენ კანდიდატებთან დაკავშირებით შეჯერებას. ვინ იქნება, გვარს და სახელს ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს - გიორგი გაბუნია თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატზე
"ჩვენ უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს კანდიდატებს. ძალიან სერიოზული პროგრამა გვაქვს არჩევნებთან დაკავშირებით," - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რითაც თვითმმართველობის არჩევნების საკითხს გამოეხმაურა.მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ოპოზიციის კანდიდატი აღნიშნულ არჩევნებში."რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის გეგმებს და მათ კანდიდატებს, ფსევდოკონსულტაციებით ცდილობენ კანდიდატებთან დაკავშირებით შეჯერებას. ვინ იქნება, გვარს და სახელს ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვინაიდან, როდესაც ხარ პოლიტიკოსი, გაქვს პრეტენზია მოხვიდე ხელისუფლებაში და ხალხის ბედი გადაიბარო, ამ პირობებში კი არ გაქვს არანაირი პროგრამა, არანაირი ღირებულება და არანაირი პრინციპი იმისა, რომ შენი ეროვნული ინტერესები გაატარო, არანაირი პერსპექტივა არ გაგაჩნია. შესაბამისად, შედეგიც იქნება ლოგიკური და ადეკვატური - "ქართული ოცნება" დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს 64-ვე მუნიციპალიტეტში," - აღნიშნა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია