საქართველომ, როგორც
ევროპის საბჭოს წევრმა,
მოგვიწვია, - აცხადებს
საქართველოს საპარლამენტო
არჩევნების საერთაშორისო
დამკვირვებელი ფრანკ
შვაბე.„ვცდილობთ,
შევაფასოთ, რამდენად
სამართლიანია საარჩევნო
პროცესი და როგორი იყო
წინასაარჩევნო კამპანია.
აქ იმისთვის ვართ, რათა
დავრწმუნდეთ, რომ
არჩევნების დღეს
პროცესები ორგანიზებულად
მიმდინარეობს“, - განაცხადა
შვაბემ.საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები
მიმდინარეობს. არჩევნებს 111
ადგილობრივი
სადამკვირვებლო
ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი
დამკვირვებელი და 76
საერთაშორისო
სადამკვირვებლო
ორგანიზაციის 1700-ზე მეტი
საერთაშორისო
დამკვირვებელი აკვირდება.
პროცესს აშუქებს 199 მედია
ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი
წარმომადგენელი.