ფოტოამბავი | „ჩვენ გხედავთ!“

Civil Georgia 2 კვირის წინ 7
ფოტოამბავი | „ჩვენ გხედავთ!“

კვირას, 18 მაისს, დღის მეორე ნახევარში, თბილისში მსვლელობა სახელწოდებით „ჩვენ გხედავთ“ გაიმართა. აქციის მონაწილეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შენობებთან მივიდნენ. მსვლელობა რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების 172-ე დღეს გაიმართა.

აქცია იმ მსვლელობების ნაწილი იყო, რომლებიც უკვე ერთი თვეა დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში იმართება. მსვლელობებს ორგანიზებას უწევს ერთიანობის პლატფორმა, რომელიც სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფებს აერთიანებს.

მსვლელობაზე კიდევ ერთხელ გაისმა მთავარი მოთხოვნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადადგომის შესახებ. მონაწილეებმა ასევე გააპროტესტეს ხელისუფლების მიერ ძალადობა, მათ შორის სუს-ის თვალთვალის პრაქტიკა და პოლიციელების მიერ ადამიანის უფლებების უამრავი დარღვევის უგულებელყოფა საგამოძიებო სამსახურის მიერ. აქტივისტებმა პროტესტი სახელმწიფო უწყებების შენობებთან მუქი კვამლის გაშვებით გამოხატეს. მსვლელობის ბოლოს მათ ფოიერვერკიც გაუშვეს. მსვლელობა ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე დასრულდა.

მსვლელობას ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა მოყვა, რომელთაგან ზოგიერთმა სოლიდარობის ნიშნად საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გამოფინა. თუმცა, ერთ ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, რა დროსაც აქციის მონაწილეებს საცხოვრებელი შენობიდან კვერცხები დაუშინეს.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია