ირკვევა, რომ ჩვენი
მარადიული კრიტიკოსის
ურსულა ფონ დერ ლაიენის
მეთაურობით, ევროკავშირის
კომისია, გადასახადის
გადამხდელთა ფულს
იყენებდა ლობისტების
დასაქირავებლად, მიზანს
წარმოადგენდა “მწვანე
დღის წესრიგის”
გამოყენებით სხვადასხვა
ხელშეკრულებების
ტორპედირება და
ენერგეტიკული კარტელების
ინტერესების დაცვა. საეჭვო
ლობისტური კამპანიების
დასაქირავებლად,
გარემოსდაცვითი
ორგანიზაციებისათვის
მომსახურებისათვის- მათ
შორის ქვანახშირზე
მომუშავე
ელექტროსადგურების და
სამხრეთ ამერიკასთან
თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმების წინააღმდეგ
მიმართული მიზნობრივი
ქმედებებისთვის, - ამის
შესახებ “ერთიანი
ნეიტრალური საქართველოს”
წევრი, ბიძინა გიორგობიანი,
სოციალურ ქსელში წერს.მისი
განცხადებით, როდესაც
თბილისური “პროტესტების”
ბუნებას ვაკვირდებით,
აშკარად ჩანს იგივე
სცენარები რაც
ბრიუსელიდან სხვა
ქვეყნების წინააღმდეგ
გამოიყენება. გიორგობიანი
მიიჩნევს, რომ ამავე
სცენარის ნაწილია ჰესების
წინააღმდეგ ყოველგვარი
არგუმენტაციის გარეშე
ისტერიული გამოხდომები,
ვინაიდან, ის ეკოლოგიური და
გარემოსდამცველი
მოძრაობები, რომლებიც
მართლა ქვეყნის
ინტერესებს, ლანდშაფტს,
ბიომრავალფეროვნებას,
ადამიანთა საცხოვრებელ
გარემოს და სოციალურ
თნასწორობას იცავდნენ,
დიდი ხანია ისტორიას
ჩაბარდა. “ირკვევა, რომ
ჩვენი მარადიული
კრიტიკოსის ურსულა ფონ დერ
ლაიენის მეთაურობით,
ევროკავშირის კომისია,
გადასახადის გადამხდელთა
ფულს იყენებდა ლობისტების
დასაქირავებლად, მიზანს
წარმოადგენდა “მწვანე
დღის წესრიგის”
გამოყენებით სხვადასხვა
ხელშეკრულებების
ტორპედირება და
ენერგეტიკული კარტელების
ინტერესების დაცვა.საეჭვო
ლობისტური კამპანიების
დასაქირავებლად,
გარემოსდაცვითი
ორგანიზაციებისათვის
მომსახურებისათვის- მათ
შორის ქვანახშირზე
მომუშავე
ელექტროსადგურების და
სამხრეთ ამერიკასთან
თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმების წინააღმდეგ
მიმართული მიზნობრივი
ქმედებებისთვის. ამას
ადასტურებს Welt am Sonntag-ის
ექსკლუზიური გამოძიებები,
რომლებიც აქამდე საიდუმლო
დოკუმენტებზე იყო
დაფუძნებული. ანგარიშის
თანახმად NGO “Client
Earth”დაახლოებით 350,000 ევრო
მიიღო გერმანიის
ქვანახშირზე მომუშავე
ელექტროსადგურების
წინააღმდეგ სარჩელის
შესატანად.კონტრაქტის
თანახმად, ეს მიზნად
ისახავდა
„ოპერატორებისთვის
ფინანსური და
სამართლებრივი რისკის“
გაზრდას. სიმბოლური
პროტესტები, როგორიცაა
ბრანდენბურგში Kraftwerk Jänschwalde-ს
წინ ქვანახშირის
რკინიგზის პარალიზება,
სწორედ ამ სტრატეგიის
ნაწილი ყოფილიყო. NGO Friends of the Earth
ასევე ისარგებლა ასეთი
დაფინანსებით: ანგარიშის
თანახმად, მან 700,000 ევროს
მხარდაჭერა მიიღო -
დაგეგმილი EU-Mercosur თავისუფალი
ვაჭრობის შეთანხმების
ჩაშლა. ცინიზმის
მწვერვალია, რომ სწორედ
ევროკავშირის კომისიას
დაევალა ოფიციალურად ამ
შეთანხმების მოლაპარაკება
წევრი სახელმწიფოებისა და
პარლამენტის
ინტერესებიდან
გამომდინარე. როგორც
ირკვევა სწორედ EU კომისია
აფინანსებდა
ხელშეკრულების
საწინააღმდეგო მოძრაობას
რაც თითქოს თვითონ უნდა
მიეღო.
ევროპარლამენტარების
თქმით, ევროკავშირის
პარლამენტის საბიუჯეტო
კონტროლის კომიტეტის მიერ
მოძიებული შიდა
დოკუმენტები ფარავენ
ლობისტურ საქმიანობას,
რომელიც ცდება კომისიის
ოფიციალური მიზნებს. ეს
დოკუმენტები მოიცავს
ევროპარლამენტარებზე
გავლენის მოხდენის
მცდელობებს პესტიციდებსა
და ქიმიკატებთან
დაკავშირებული
მნიშვნელოვანი
კენჭისყრების წინ.
გადახდები 2022 წლით
თარიღდება და
ფინანსირდებოდა
ევროკავშირის ბიუჯეტის
სახსრებით - მათ შორის
გერმანელი გადასახადის
გადამხდელების
ფულით.კრიტიკოსები
საუბრობენ „ევროკავშირის
კომისიის ფარგლებში
პარალელურ სტრატეგიაზე“,
რომელიც ძირს უთხრის
ძირითად ეკონომიკურ და
სავაჭრო პოლიტიკის
მიზნებს. მოკვლევის
პარალელურად საქართველოს
დიდ
“მეგობარ”ევროკომისიის
პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ
ლაიენზე იზრდება ზეწოლა
პოლიტიკური
პასუხისმგებლობის მიზნით.
სწორედ ზემოთქმული
ლობისტების მრავალწლიანი
მუშობის შედეგად გაჩერდა
ყველა, უკანასკნელი თაობის
და ყოვლად უსაფრთხო 37
ატომური სადგური
გერმანიაში, ასევე ყველა
ქვანახშირზე მომუშვე
სადგური და ეს ფაქტი
მეინსტრიმულ მედიაში დიდი
ზეიმით აღინიშნა. ევროპის
ეკონომიკის გული გერმანია,
21 საუკუნეში დარჩა, მზის და
ქარის ენერგიების ამარა,
თითქმის გარდაუვალი
დეინდუსტრიალიზაციის და
ენერგეტიკული კოლაფსის
წინაშე. აქვე უნდა ითქვას,
რომ საფრანგეთში 57 ატომური
სადგური მუშობს და იქაურ
მწვანე “აკაცუკებს” ეს არ
ადარდებთ. სწორედ ამიტომ,
როდესაც თბილისური
“პროტესტების” ბუნებას
ვაკვირდებით, აშკარად ჩანს
იგივე სცენარები რაც
ბრიუსელიდან სხვა
ქვეყნების წინააღმდეგ
გამოიყენება.ამავე
სცენარის ნაწილი მგონია მე
პირადად ჰესების
წინააღმდეგ ყოველგვარი
არგუმენტაციის გარეშე
ისტერიული გამოხდომები. ის
ეკოლოგიური და
გარემოსდამცველი
მოძრაობები, რომლებიც
მართლა ქვეყნის
ინტერესებს, ლანდშაფტს,
ბიომრავალფეროვნებას,
ადამიანთა საცხოვრებელ
გარემოს და სოციალურ
თნასწორობას იცავდნენ,
დიდი ხანია ისტორიას
ჩაბარდა. დღეს კრიმინალთნ
გადაჯაჭვული, ფინანსური
ჯგუფების შეკვეთით და
დაფინანსებით დადგმული
სცენები გვხვდება.” - წერს
ბიძინა გიორგობიანი.