„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ 2 აპრილს გამოქვეყნებული ბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა.
48 წლის ბერაია იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2025 წლის 5 თებერვლიდან იკავებდა.
2004-2008 წლებში იგი სს „ბანკი ქართუს“ საკრედიტო მენეჯერი იყო. 2016 წლამდე ბანკში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, საბოლოოდ კი ცენტრალიზებული ადმინისტრაციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.
ბერაიას პოლიტიკური კარიერა 2016 წელს დაიწყო, როდესაც ის მე-9 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. იგი ასევე იყო 2020 წელს არჩეული მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი. 2022 წლის ოქტომბერში ბერაია პარტია „ხალხის ძალას“ შეუერთდა. იგი ასევე იყო 2024 წლის სადავო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის წევრი, თუმცა 5 თებერვალს უფლებამოსილება შეუწყდა მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტროში გადაინაცვლა.
ასევე წაიკითხეთ: