ევროპარლამენტმა მორიგი
"რაკეტა" ესროლა
საქართველოს მორიგი
რეზოლუციის სახით, თან
კასეტურ ვარიანტში, რომ
გაფანტული ნაღმები
სხვადასხვა დროს
აგვიფეთქდეს. რეზოლუციის
ტექსტიდან ჩანს, რომ მისი
სამუშაო ვერსია ან
თბილისშია დაწერილი
"მდიდარი ენჯეოების"
ოფისებში, ან რომელიმე
ლობისტურ ორგანიზაციაში,
და იმ 320 ევროპარლამენტარს
წესიერად წაკითხულიც არ
ექნებათ, ისე მისცეს ხმა,
კოლეგების ხათრით - წერს
ანალიტიკოსი ზაალ
ანჯაფარიძე სოციალურ
ქსელში.როგორც ანჯაფარიძე
აღნიშნავს,
ევროპარლამენტის ეს
რეზოლუცია, "კასეტური
ჭურვივით, როდესღაც
აფეთქდება"."ევროპარლამენტმა
მორიგი "რაკეტა" ესროლა
საქართველოს მორიგი
რეზოლუციის სახით, თან
კასეტურ ვარიანტში, რომ
გაფანტული ნაღმები
სხვადასხვა დროს
აგვიფეთქდეს.რეზოლუციის
ტექსტიდან ჩანს, რომ მისი
სამუშაო ვერსია ან
თბილისშია დაწერილი
"მდიდარი ენჯეოების"
ოფისებში, ან რომელიმე
ლობისტურ ორგანიზაციაში,
და იმ 320 ევროპარლამენტარს
წესიერად წაკითხულიც არ
ექნებათ, ისე მისცეს ხმა,
კოლეგების ხათრით. ისინი კი
აქ ჰყავთ "შეკერილები."
სააკაშვილის
გათავისუფლების მოთხოვნაც
მათ ჩააკვეხეს.ეს
რეზოლუცია არის მხოლოდ
ნაწილი იმ მასირებული
შეტევის რაც მიდის
ხელისუფლებაზე, მათ შორის
იმის გამო, რომ მან
საქართველო არ გადააქცია
რუსეთსა და დასავლეთს
შორის პრობლემად, როგორც
სააკაშვილი ითხოვდა (ამის
დამადასტურებელი
დოკუმენტების არსებობს), და
რაც ჩვენს ქვეყანას
ტერიტორიის 20% დაკარგვად
დაუჯდა.ევროპარლამენტის
ეს რეზოლუცია კი კასეტური
ჭურვივით როდესღაც
აფეთქდება, აბა ტყუილად ხომ
არ დაიხარჯნენ მის
გასროლაში!?მოკლედ,
საქართველო-ევროკავშირის
ურთიერთობში ყველაფერი
ძველებურად მიდის, ამ
ურთიერთობებს ისევ
განაგებენ ის ძალები,
რომლებსაც ძალიან უნდათ,
რომ საქართველოში
ისტორიის ჩარხი უკან
დაატრიალონ", - წერს
ანჯაფარიძე.