გარკვეულწილად ჩვენც
გვაქვს შეკითხვები და
შესაბამისად, გამოძიება
ნათელს მოჰფენს იმას, იყო
თუ არა ძალა პროპორციულად
გამოყენებული, - განაცხადა
საქართველოს იუსტიციის
მინისტრმა პაატა სალიამ 2010
წლის 20 ივნისის
მოვლენებთან
დაკავშირებით.მან აღნიშნა,
რომ სტრასბურგის
სასამართლომ ამ საქმეზე
ხაზის სწორად ძალის
პროპორციულად დაგეგმვასა
და გამოყენებას გაუსვა
ხაზი.„სტრასბურგის
სასამართლომ ცალსახად და
ერთმნიშვნელოვნად ხაზი
გაუსვა იმას, რომ
სახელმწიფოს აქვს უფლება,
გამოიყენოს ძალა იმ
შემთხვევაში, თუ ხდება
თავდასხმა სახელმწიფო
ინსტიტუტებზე, შენობებზე
და პოლიციის
წარმომადგენლებზე. რაც
შეეხება უშუალოდ,
ფაქტობრივ გარემოებებს,
რასაც ადგილი ჰქონდა 20
ივნისს და რასთან
დაკავშირებითაც
სტრასბურგის სასამართლოს
გადაწყვეტილებით,
გამოძიება უფრო ეფექტურად
უნდა ჩატარებულიყო,
საუბარია სწორედ იმაზე, რომ
მიუხედავად იმისა, რომ
სახელმწიფოს აქვს
ლეგიტიმური უფლება,
გამოიყენოს ძალა, როდესაც
ხდეა თავდასხმა პოლიციაზე,
პარლამენტის შენობაზე,
სხვა სახელმწიფო
შენობებზე, ეს ძალა უნდა
იყოს პროპორციული, სწორად
დაგეგმილი და სწორად
გამოყენებული.აქედან
გამომდინარე,
გარკვეულწილად ჩვენც
გვაქვს შეკითხვები და
შესაბამისად, გამოძიება
ნათელს მოჰფენს იმას, იყო
თუ არა ძალა პროპორციულად
გამოყენებული”, - -
განაცხადა პაატა სალიამ.2019
წლის 20 ივნისის
მოვლენებთან დაკავშირებით
სტრასბურგის სასამართლოს
გადაწყვეტილების
აღსრულება დაწყებულია.
სასამართლომ დაადგინა, რომ
საჭიროა გამოძიებამ
სისტემურად გაანალიზოს
საკითხი და შეისწავლოს
რამდენად სწორად მოხდა
შინაგან საქმეთა
სამინისტროს მაშინდელი
ხელმძღვანელობის მხრიდან
ოპერაციის დაგეგმვა.