საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, რთული
მეტეოროლოგიური პირობების
(ძლიერი თოვა, ქარბუქი და
შეზღუდული ხილვადობა) გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის
საავტომობილო გზის კმ94-კმ110
(ფარავანის უღელტეხილი)
მონაკვეთზე, დროებით
შეზღუდულია მისაბმელიანი
და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა
თავისუფალია.საავტომობილო
გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა)
მონაკვეთზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
თავისუფალია.