2003–2012 წლებში მოქმედი
რეჟიმის, ამ რეჟიმის
პოლიტიკური თანამდებობის
პირებისა და პოლიტიკურ
პარტიებში გაერთიანებული
მოქმედი და ყოფილი
თანამდებობის პირების 2003
წლიდან დღემდე
საქმიანობის შემსწავლელი
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე, სადაც
ევგენი აფრასიძისა და მისი
ოჯახის წევრების
სიცოცხლის უფლების
შელახვის საქმე
განიხილება, შმაგი
აფრასიძის შვილმა, ლედი
აფრასიძემ ისაუბრა.ლედი
აფრასიძის თქმით,
ფანჯრებიდან, კარებიდან
ყველა მხრიდან წვიმასავით
შემოდიოდა ტყვიები, სწორედ
იმ სახლში, სადაც პატარა
ბავშვები იყვნენ, ეს ძალიან
კარგად იცოდნენ
სპეცოპერაციის შემკვეთმა
სააკაშვილმა და
ხელმძღვანელმა ბარამიძემ,
რომ იმ სახლში, იმ დროს
იყვნენ პატარა
ბავშვები.„ძალიან პატარა
ვიყავი, შესაბამისად,
ძალიან მეშინოდა, მარტი იყო
სიცივე, ჩაცმაც ვერ
მოვასწარი ისე შეგვყარეს
საწოლის ქვეშ და დედა
მეუბნებოდა კედელთან რაც
შეიძლება ახლოს
მივსულიყავი, რადგან
ტყვიებს არ მოეღწია. ამ
დროს მამაჩემი, შმაგი
აფრასიძე, ირგვლივ
გვაფარებდა ნივთებს,
როგორც შეეძლო. როგორ
აღვწერო არ ვიცი,
ფანჯრებიდან, კარებიდან
ყველა მხრიდან წვიმასავით
შემოდიოდა ტყვიები, სწორედ
იმ სახლში, სადაც პატარა
ბავშვები ვიყავით.ძალიან
კარგად იცოდნენ
სპეცოპერაციის შემკვეთმა
სააკაშვილმა და
ხელმძღვანელმა ბარამიძემ,
რომ იმ სახლში, იმ დროს
ვიყავით პატარა ბავშვები.
თუმცა, არც ჩვენ არ
დაგვინდვეს და გააკეთეს ის,
რაც გააკეთეს, თვალწინ
დაგვიხოცეს ფაქტობრივად
ოჯახის წევრები. მეორე
სახლში იყო გიორგი, იმ
სახლში, რომელიც დაიწვა“, -
განაცხადა ლედი აფრასიძემ.