ზელენსკი პუტინთან შეხვედრაზე: ვფიქრობ, რომ უპირობოდ უნდა შევხვდეთ

Primetime.ge 1 საათი წინ 18
ზელენსკი პუტინთან შეხვედრაზე: ვფიქრობ, რომ უპირობოდ უნდა შევხვდეთ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან ორმხრივი შეხვედრის შეთავაზებით გამოვიდა, რასაც სამმხრივი შეხვედრა მოჰყვება.თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრისთვის „ნებისმიერი ფორმატისთვის“ მზად არის.მისი თქმით, ის მონაწილეობას მიიღებს შემდგომ სამმხრივ შეხვედრაში იმის მიხედვით, თუ როგორ წარიმართება პირველი შეხვედრა.ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეთავაზებული ორმხრივი შეხვედრის შესახებ დეტალები არ იცის. მას არ სურს შეხვედრისთვის რაიმე პირობის დაწესება, რადგან მისი აზრით, პუტინი ამას თავისი პირობებით უპასუხებს.„ვფიქრობ, რომ ჩვენ უპირობოდ უნდა შევხვდეთ და ვიფიქროთ ომის დასრულებისკენ მიმავალი ამ გზის შემდგომ განვითარებაზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია