საფრანგეთის პრეზიდენტმა,
ემანუელ მაკრონმა
განაცხადა, რომ მას „ეჭვი
ეპარება რუსეთის
პრეზიდენტის მხრიდან
მშვიდობის რეალური
სურვილის
არსებობაში“.მისი თქმით,
საჭიროა „ხოცვა-ჟლეტის
შეჩერება და ცეცხლის
შეწყვეტა“.„დღეს,
ფაქტობრივად, რუსეთი
აგრძელებს ომს და
აძლიერებს მას. ის ომს
აწარმოებს უკრაინელი
მშვიდობიანი მოსახლეობის
წინააღმდეგ და არ იძლევა
მშვიდობის გულწრფელი
სურვილის არანაირ სიგნალს.
ჩვენი გამოცდილება,
რომელიც ბოლო თხუთმეტი
წლის განმავლობაში
დაგროვდა ბატონ პუტინთან
ურთიერთობაში, აჩვენებს,
რომ ყოველ ჯერზე, როდესაც
მას ჰგონია, რომ ომით
შეუძლია გამარჯვება, ის
მშვიდობაზე არ აწარმოებს
მოლაპარაკებებს. ეს არის
რეალობა“, - განაცხადა
მაკრონმა.მაკრონის თქმით,
პუტინის საბოლოო მიზანია
„დაიკავოს მაქსიმალური
ტერიტორია, დაასუსტოს
უკრაინა და ჰქონდეს
უკრაინა, რომელიც
დამოუკიდებლად არ იქნება
სიცოცხლისუნარიანი, ან
მოექცევა რუსულ ორბიტაზე.
ეს თითქმის ყველასთვის
აშკარაა“.მისივე თქმით,
ევროპელების მიზანი
მარტივია - „მივაღწიოთ
მშვიდობას რაც შეიძლება
მალე, პატივი ვცეთ
საერთაშორისო სამართალსა
და უკრაინის სუვერენიტეტს,
შევამციროთ უკრაინის
ტერიტორიული დანაკარგები
და, უპირველეს ყოვლისა,
დავეხმაროთ უკრაინას
წინააღმდეგობა გაუწიოს
ნებისმიერ ახალ აგრესიას.
გვყავდეს უკრაინა,
რომელმაც ევროპა აირჩია, და
უზრუნველვყოთ ევროპელების
უსაფრთხოება“.