უცხოელი პოლიტიკოსები პოლიციელებისთვის ცეცხლის გახსნას, პარლამენტზე თავდასხმას ეძახიან მშვიდობიან დემონსტრაციას. ეს თუ მშვიდობიანი ფორმაა, ვუსურვებ მათ დედაქალაქებში ყოველდღე იყოს ასეთი მშვიდობიანი პროტესტი - შალვა პაპუაშვილი

Primetime.ge 1 კვირა წინ 13
უცხოელი პოლიტიკოსები პოლიციელებისთვის ცეცხლის გახსნას, პარლამენტზე თავდასხმას ეძახიან მშვიდობიან დემონსტრაციას. ეს თუ მშვიდობიანი ფორმაა, ვუსურვებ მათ დედაქალაქებში ყოველდღე იყოს ასეთი მშვიდობიანი პროტესტი - შალვა პაპუაშვილი
უცხოელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატები პოლიციელებისთვის ცეცხლის გახსნას, პარლამენტზე თავდასხმას ეძახიან მშვიდობიან დემონსტრაციას. ეს თუ არის მშვიდობიანი ფორმა, ვუსურვებ საკუთარ დედაქალაქებში ყოველდღე ჰქონდეთ ასეთი მშვიდობიანი პროტესტი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.მისი თქმით, სწორედ ასეთმა შეფასებებმა წაახალისა ძალადობა.„პირდაპირ ცეცხლის გაუხსნეს პოლიციას ასაფეთქებლებით და გვარამიას და კეზერაშვილის ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში ამბობდნენ, თითქოს ეს იყო უვნებელი ანცობა, როდესაც ასაფეთქებელს ესროდნენ პოლიციელს და ვნახეთ რა დაზიანებები მიიღო პოლიციამ, 150-ზე მეტი პოლიციელია დაშავებული. ეს მასობრივი ძალადობა მათ შორის გარედან იყო წაქეზებული. დღემდე ვისმენთ განცხადებებს უცხოელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატებისგან, მათ შორის ელჩებისგან რომლებიც პოლიციელებისთვის ცეცხლის გახსნას, პარლამენტზე თავდასხმას და პარლამენტისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობას, ეძახიან მშვიდობიან დემონსტრაციას. ეს თუ არის მშვიდობიანი პროტესტის ფორმა, ვუსურვებ რომ საკუთარ დედაქალაქებში ყოველდღე ჰქონდეთ ასეთი მშვიდობიანი პროტესტი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია