უსამშობლოებს, რომლებიც
გარე დირექტივებით
იმართებიან და სხვადასხვა
ქვეყნის აგენტურას
წარმოადგენენ, ბუნებრივია,
საქართველოში გასაქანი
არასდროს ექნებათ, -
განაცხადა რეგიონული
პოლიტიკისა და
თვითმმართველობის
საპარლამენტო კომიტეტის
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა,
ირაკლი ზარქუამ.იგი
„მთავარი არხის“ მიერ
დაკვეთილ კვლევას
გამოეხმაურა.„მიდგომა
აქვთ ასეთი - იციან რა,
მწვალებელთა პარტია,
მთავარი რომელიც იყო,
„ნაციონალური მოძრაობა“
კაციშვილს არ აინტერესებს.
შესაბამისად, აქცენტი
კეთდება, ახალი
უსამშობლოები გამოძერწეს.
ერთი არის - გახარიას,
მოღალატეების, პარტია,
თვითონ ლიდერი ჰყავთ ასეთი,
რადგან ძნელ ჟამს გუნდს
უღალატა და გადადგა
სამარცხვინო მიზეზით, ხოლო
მეორე აქეთ - ხანდაზმული
თაღლითები.ისინი ხალხს არ
ხვდებიან, შეხვედრა არ
აქვთ. კონცერტი ჩაატარა
ხაზარაძის პარტიამ,
რამდენი დახარჯა და 10 კაცი
არ იდგა წალენჯიხელი.
კადრებს განახებთ, 10 კაცი არ
დგას წალენჯიხელი! სულ 200
კაცი მივიდა და
შესაბამისად, 10 კაცი
წალენჯიხელი არ იყო! ეს
იმაზე მიუთითებს, რომ
საზოგადოებამ კარგად
უწყის, ვინ, რას
წარმოადგენს.უსამშობლოებს,
რომლებიც გარე
დირექტივებით იმართებიან
და სხვადასხვა ქვეყნის
აგენტურას წარმოადგენენ,
ბუნებრივია, საქართველოში
გასაქანი არასდროს
ექნებათ“, - აღნიშნა
ზარქუამ.„ქრონიკამ“
დამატებითი ინფორმაცია
მოიპოვა „მთავარი არხის“
მიერ დაკვეთილ კვლევასთან
დაკავშირებით.
გაყალბებული მონაცემების
მიხედვით, „ქართულ
ოცნებას“ 40%-ზე ნაკლები უნდა
დაუწერონ, გვარამიას
პარტიას 20%-მდე, „ნაციონალურ
მოძრაობას“ 15%-მდე, გახარიას
პარტიას - 10%, ხოლო ხაზარაძის
პარტიას 7-8%.