კოალიცია "ძლიერი საქართველო" არ მიიჩნევს, რომ ეს არის აქტუალური საკითხი" - გრიგოლ გეგელია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე

Primetime.ge 4 საათი წინ 4
კოალიცია "ძლიერი საქართველო" არ მიიჩნევს, რომ ეს არის აქტუალური საკითხი" - გრიგოლ გეგელია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე
ვინ მიიღებს ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას - არჩევნებამდე 4 თვით ადრე, საკითხი კვლავ აქტუალურია.კოალიციაში "ლელო - ძლიერი საქართველო" აცხადებენ, რომ მათთვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა აქტუალური საკითხი არ არის."კოალიცია "ძლიერი საქართველო" არ მიიჩნევს, რომ ეს არის აქტუალური საკითხი, შესაბამისად, ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ საკითხზე და ვაგრძელებთ საუბარს, ფიქრსა და მუშაობას იმ საკითხზე, რომელიც, ჩვენი აზრით, არის ყველაზე რელევანტური - ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, არაფერი სხვა ჩვენი ღრმა რწმენით არ არის არც აქტუალური და არც საინტერესო, აქ და ახლა," - აცხადებს "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი, გრიგოლ გეგელია.კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, მისი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს."ამ მოცემულობაში, როცა უბრალოდ აღარ არსებობს არჩევნები საქართველოში, ვერანაირ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. რა თქმა უნდა, გიორგი გახარიას გუნდის განცხადებები ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ მათ აქვთ განსხვავებული დამოკიდებულება ძალიან ბევრ საკითხთან მიმართებაში, მით უმეტეს, ამ საკითხთან დაკავშირებით. იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ იქნება ის საკითხი, სადაც განსხვავებული პოზიციები ექნებათ მთავარ ოპოზიციურ აქტიორებს," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია