უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

Primetime.ge 1 თვე წინ 38
უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დაიწყო.უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ქართველ კოლეგას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უმასპინძლა.შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს.ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა. ორმხრივი ფორმატის მოლაპარაკებები შედგება ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის, რის შემდეგაც საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ დაგეგმილია საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
სრულად წაიკითხეთ სტატია