უკრაინაში ომი გრძელდება -
ქვეყნის რამდენიმე ოლქში,
მათ შორის, კიევში ღამით ე.წ
“შაჰედის“ დრონებით
თავდასხმის გამო განგაში
ამოქმედდა. აფეთქებების
ხმა ისმოდა
ხარკოვშიც.ნიდერლანდების
თავდაცვის მინისტრმა
დაადასტურა, რომ მისმა
ქვეყანამ უკრაინას F-16 ტიპის
საბრძოლო თვითმფრინავების
პირველი პარტია გადასცა.
სოციალურ ქსელში
გავრცელებულ პოსტში
უწყების ხელმძღვანელი
წერს, რომ თვითმფრინავების
გადაცემა აუცილებელი
ნაბიჯი იყო. რუბენ
ბრეკელ-მანსი გუშინ
მოულოდნელი ვიზიტით
უკრაინაში ჩავიდა. მან
კიევი და ხარკოვი
მოინახულა.