უკრაინის უმაღლესი რადის
დეპუტატმა, იაროსლავ
ჟელეზნიაკმა „ტელეგრამის“
საკუთარ არხზე დაწერა, რომ
აშშ-თან ხელმოსაწერი
იშვიათი წიაღისეულის
შესახებ ხელშეკრულება
კიევისთვის ცუდია.მისი
თქმით, ხელშეკრულება
უკრაინის სასარგებლოდ არ
არის. „თავიდანვე გეტყვით,
ეს ფინალური დოკუმენტი არ
არის. მე იმედი მაქვს, რომ
უკრაინული მხარე მოითხოვს
და მასში მნიშვნელოვან
ცვლილებებს შეიტანს.
მაგრამ ტექსტი, რომელიც მე
ვნახე, არის საშინელება“, -
დაწერა ჟელეზნიკმა.მისი
თქმით, ხელშეკრულების ახალ
ვარიანტში საუბარია ყველა
წიაღისეულზე, მათ შორის
ნავთობსა და
გაზზე.„საუბარია როგორც
სახელმწიფო, ასევე კერძო
კომპანიების მიერ
წიაღისეულის მოპოვებაზე.
ფული პირდაპირ ვალუტაში
კონვერტირდება. ფული
მიედინება საზღვარგარეთ.
თუ რაღაც ჩვენი მხარის გამო
ისე არ წავა, ამის
ანაზღაურება ჩვენ
გვევალება“, - აღნიშნა
დეპუტატმა.გარდა ამისა,
როგორც უკრაინის უმაღლესი
რადის დეპუტატი წერს,
შეთანხმება წიაღისეულის
შესახებ აშშ-სა და უკრაინას
შორის იქნება უვადო და
უსაფრთხოების არავითარ
გარანტიებს არ გულისხმობს.