საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა,
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძემ,
სამცხე-ჯავახეთის ექვსი
მუნიციპალიტეტის მერობის
კანდიდატები
წარადგინა.ადიგენში,
ასპინძაში, ახალქალაქსა და
ნინოწმინდაში, „ქართულ
ოცნებას“ კანდიდატებად
მოქმედი მერები ჰყავს
წარდგენილი. მთავრობის
მეთაურის თქმით,
ახალციხეში მეორბის
კანდიდატი იქნება
ჟურნალისტი ვარლამ
წიკლაური, ბორჯომში კი -
მამუკა
გელაშვილი.„სამცხე-ჯავახეთში
მოქმედ მერებს წარვადგენთ
6-დან 4 მუნიციპალიტეტში.
ესენია: ადიგენში გოჩა
ქიმაძე, ასპინძაში როსტომ
მაგრაქველიძე,
ახალქალაქში მელქონ
მაკარიანი, ნინოწმინდაში
ანივარდ
მოსოიანი.ახალციხეში
ჩვენი მერობის კანდიდატი
იქნება ჟურნალისტი ვარლამ
წიკლაური, ხოლო ბორჯომში
მამუკა გელაშვილი,
რომელსაც აქვს
სამართალდამცავ
სტრუქტურებში მუშაობის
მრავალწლიანი
გამოცდილება“, - განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.