პრემიერ-მინისტრმა,
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძემ, საქართველოს
მასშტაბით 63
მუნიციპალიტეტში მერობის
კანდიდატები წარადგინა.
მან რაჭა-ლეჩხუმისა და
ქვემო სვანეთის მხარეში ორ
მუნიციპალიტეტში - ცაგერსა
და ლენტეხში კანდიდატებად
საკრებულოს მოქმედი
თავმჯდომარეები
წარადგინა, ამბროლაურსა და
ონში კი - წარმატებული
მეწარმეები.„რაჭა-ლეჩხუმისა
და ქვემო სვანეთის მხარეში
2 მუნიციპალიტეტში მერობის
კანდიდატებად წარვადგენთ
მოქმედ საკრებულოს
თავმჯდომარეებს. ესენია:
ცაგერში ჭაბუკი ჭაბუკიანი,
ლენტეხში: გიორგი
გაზდელიანი. რაჭაში
მერობის კანდიდატებად
წარვადგენთ წარმატებულ
მეწარმეებს: ამბროლაურში -
ზაზა ქევანიშვილს, ხოლო
ონში - დავით ლობჟანიძეს.“ -
განაცხადა მთავრობის
მეთაურმა პარტიის
ცენტრალურ ოფისში
გამართულ ბრიფინგზე.