უკრაინაში ომი გრძელდება.
საჰაერო განგაში
რამდენიმე ოლქში, მათ
შორის, კიევში "შაჰედის"
დრონების საფრთხის გამო
ჩაირთო. გავრცელდა
ინფორმაცია საჰაერო
თავდაცვის მუშაობის
შესახებ.დაიბომბა სუმის
ოლქის სასაზღვრო
დასახლებები, დაზიანდა
საცხოვრებელი
შენობა.აშშ-ის არჩეული
პრეზიდენტის განცხადებით,
რუსეთის პრეზიდენტს
მასთან შეხვედრა რაც
შეიძლება მალე სურს, -
ინფორმაციას ამის შესახებ
CNN ავრცელებს.დონალდ
ტრამპის თქმით, მათ ეს ომი
უნდა დაასრულონ და ამას
უნდა დაველოდოთ. დონალდ
ტრამპმა კიდევ ერთხელ
გაიმეორა, რომ პრეზიდენტი
რომ ყოფილიყო, ეს ომი
არასოდეს დაიწყებოდა.