უთანხმოება პროტესტის მონაწილეებში - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციებს, ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ეთიშება

Primetime.ge 3 საათი წინ 6
უთანხმოება პროტესტის მონაწილეებში - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციებს, ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ეთიშება
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დემონსტრაციებს, ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ეთიშება. ნიკო მანაგაძე პირველია, ვინც სოციალურ ქსელში ღიად დაწერა, რომ ვერ იქნება იმ თამაშის მონაწილე, რომელსაც პროტესტი არსად მიჰყავს. აღიარებს იმასაც, რომ "ქართული ოცნების" ყრილობის პარალელურად დაგეგმილი საპროტესტო აქცია, კონკრეტულმა აქტივისტებმა ბოლო მომენტში, მისთვის მიუღებელი არგუმენტებით ჩაშალეს. "აუხსნელი აბსურდი და ადეკვატურობის ნაკლებობა" - მანაგაძე "კურიერთან" სატელეფონო საუბარში დღესაც ადასტურებს, რომ გაბრაზებულია ყველაზე, ვინც გუშინ დანიშნულების ადგილამდე არ მივიდა.საპროტესტო აქციების ორგანიზებაზე პასუხისმგებლობას იხსნის ოპოზიცია, ნაწილი არც იმას მალავს რომ არ იზიარებდა ყრილობის პარალელურად შეკრების იდეას.ოპონენტებს დღეს მმართველი გუნდიდან შეახსენეს, რომ საპროტესტო აქციების რესურსი მათ თავიანთი მოქმედებებით ამოწურეს. დეზინფორმაციული კამპანია და უცხოური დაფინანსების სიმცირე- საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, ეს ის მთავარი მიზეზებია, რის გამოც, რუსთაველის გამზირზე მიმსვლელთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება.რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზაციულ პრობლემებზე საუბარი ერთ-ერთმა ორგანიზატორმა 7 თვის შემდეგ დაიწყო. ნიკო მანაგაძემ შიდა ჯგუფებში არსებულ პრობლემების შესახებ სოციალურ ქსელში ღიად დაწერა.
სრულად წაიკითხეთ სტატია