საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
რობერტ ფრანცის პრევოსტს
რომის პაპად არჩევას
ულოცავს.როგორც მიხეილ
ყაველაშვილი სოციალურ
ქსელ X-ში წერს, საქართველო
აფასებს ისტორიულ
კავშირებს წმინდა
საყდართან და მზადაა,
განაგრძოს
ურთიერთპატივისცემაზე
დაფუძნებული
ურთიერთობები.„გულითადად
ვულოცავ ლეო XIV-ს რომის
პაპად არჩევას. საქართველო
აფასებს ისტორიულ
კავშირებს წმინდა
საყდართან და მზადაა,
განაგრძოს მშვიდობაზე,
ურთიერთპატივისცემასა და
საერთო ღირებულებებზე
დაფუძნებული
ურთიერთობები“, – წერს
მიხეილ
ყაველაშვილი.კათოლიკურ
ეკლესიას ახალი
წინამძღოლი ჰყავს. ახალი
პაპი კარდინალი რობერტ
ფრანცის პრევოსტი გახდა. ის
პირველი ამერიკელი პაპია
რომის კათოლიკური
ეკლესიის ისტორიაში.
რობერტ ფრანცის პრევოსტს
პაპობაში ლეო XIV ეწოდება.