დავით ქართველიშვილი: აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მოსვლისთანავე ერთ-ერთი ნაბიჯი იყო ის, რომ ყირგიზეთს გაუუქმა სავიზო რეჟიმი, ყირგიზეთმა ისეთი რა წვლილი შეიტანა ამ ქვეყანასთან ურთიერთობებში, რაც ვერ შეიტანა საქართველომ

Primetime.ge 3 საათი წინ 6
დავით ქართველიშვილი: აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მოსვლისთანავე ერთ-ერთი ნაბიჯი იყო ის, რომ ყირგიზეთს გაუუქმა სავიზო რეჟიმი, ყირგიზეთმა ისეთი რა წვლილი შეიტანა ამ ქვეყანასთან ურთიერთობებში, რაც ვერ შეიტანა საქართველომ
საქართველომ ამხელა სისხლი და ძალისხმევა გაიღო ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებისთვის. არც თავისუფალი ვაჭრობის, არც ვიზალიბერალიზაციის, არც სავიზო რეჟიმის გამარტივების, არც პირდაპირი ავიარეისების, არაფრის მიმართ არ იქნა გადადგმული არც ერთი ნაბიჯი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.„აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ ყირგიზეთს გაუუქმა სავიზო რეჟიმი და პირველი ივნისიდან შევა ძალაში. მე მაინტერესებს ყირგიზეთმა ისეთი რა წვლილი შეიტანა ამ ქვეყანასთან ურთიერთობებში, რაც ვერ შეიტანა საქართველომ ათეულობით წლების განმავლობაში. ცინიზმი და ფარისევლობაა. როდესაც მე დავინტერესდი, ერთ-ერთ ოფიციალურ განცხადებაში ამ ფაქტთან დაკავშირებით ამოვიკითხე ასეთი წინადადება, რომ ბოლო წლებში, აშშ- ში მზარდი ყირგიზი დიასპორის დიდი წვლილი იქნა გათვალისწინებული ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში.ასეთი რაღაც რომ ხდება საქართველოსთან მიმართებით არამეგობრული აქტის მიღების ფონზე, ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ძალიან ბევრ კითხვებს აჩენს“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია