ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Bloomberg-თან ახალ პროექტებს გეგმავს

Primetime.ge 1 დღე წინ 24
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Bloomberg-თან ახალ პროექტებს გეგმავს
 ITB Berlin-ის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გავლენიანი მედია პლატფორმის Bloomberg-ის სამოგზაურო მიმართულების ხელმძღვანელს დევიდ მინის შეხვდა.  საუბარი შეეხო მარკეტინგულ კამპანიებს მიზნობრივ და ახალ ტურისტულ ბაზრებზე.საქართველოს ცნობადობის გაზრდილის შესახებ გასამართ აქტივობებზე საუბრობს Bloomberg-ის წარმომადგენელი.„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და წევრებთან 2025 წლის სტრატეგია განვიხილეთ. ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება გლობალურად როგორ მოვიზიდოთ მოგზაურები საქართველოში და მათ აღვუძრათ ნდობა და სურვილი, რომ იმოგზაურონ საქართველოში“-აცხადებს დევიდ მინი.ITB Berlin-ის 3 დღიან ტურისტულ გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  20-მდე კომპანიასთან,  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთა და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია